კულტურული - საზღვრებსმიღმა კულტურული კავშირების ზრდა. გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესის, ინფორმაციულობის ხელმისაწვდომობის და კომუნიკაციების სიტემების განვითარების მეშვეობით, შესაძლებლობებს უქმნის ქვეყნებს წარმოაჩინონ ტავიანთი კულტურა და გააცნონ იგი მსოფლიოს. ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება-გაცვლა, სიახლეების მიღება და სხვა ქვეყნის სიმდიდრეების გამოყენება და მათით ტკბობა. ასე მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს შეუძლია უყუროს ჰოლივუდის ფილმებს, უსმინოს გერმანულ მუსიკას, მიირთვას იტალიური პიცა, დაესწროს იაპონური თეატრის წარმოდგენებს, გაეცნოს ლონდონში მიმდინარე კულტურული მოვლენების ბოლო სიახლეებს და ა.შ.თუმცა, მკვლევარ-მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრის მიხედვით, გლობალიზაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე მათი შეცვლის, უცხოურით ”გადაფარვის” ან სიახლეების მოზღვავების ფონზე ძველის მივიწყების მეშვეობით. ამ მოსაზრებაშიც არის სიმართლის დასკვნა
როგორც შეგვეძლო გვენახა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, გლობალიზაცია ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელი ფენომენია. არსებობს უამრავი შეხედულება მათ რაობაზე, წარმოშობასა და განვითარების ეტაპებზე, და ავ-კარგიანობაზე.
საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ კითხვაზე, თუ ”რას წარმოადგენს გლობალიზაცია?” სრულყოფილი, ამომწურავი პასუხის გაცემა დღეს-დღეობით შეუძლებელია. ან შესაძლებელია, მაგრამ ეგ პასუხი იქნება უფრო სუბიექტური, ვიდრე ობიექტური და არაერთ კრიტიკას თუ წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს.
ჩვენ კი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ მივიღოთ პასუხი კითხვაზე თუ რა სარგებლობა მოაქვს გლობალიზაციას ჩვენთვის, და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოგვიტანოს.
გლობალიზაცია მნიშვნელოვანწილად ანვითარებს ქვეყანას, მის ეკონომიკას, მასში არსებულ სოციალურ ფონს და ა.შ. ეს ყველაფერი კი ხდება გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ინტეგრირების პროცესში მონაწილე ქვეყანა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობებისას უამრავ სარგებელს ღებულობს, ან შეიძლება მიიღოს. ეს არის: სხვადასხვა სახის საქონელი და მომსახურეობა, წარმოების ფაქტორები, ინვესტიციები, უახლესი ტექნოლოგიები, ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება და ა.შ. ეს ყოველივე კი თავის მხრივ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ანვითარებს ბაზრებს და მათში მონაწილეთა კონკურენტუნარიანობასა და საქმიანობის ხარისხს, და ზოგადად ზრდის ქვეყნის სოციალურ ფონის დონეს.
ამასთანავე გლობალიზაცია შეიძლება იქნეს არაერთი უარყოფითი შედეგის მომტანი. როდესაც უცხო ფირმები და ინვესტორები შემოდიან ქვეყნის ბაზარზე, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ბაზრის ადგილობრივი მონაწილეების ”თამაშიდან გავარდნისაკენ”, თუ კი ისინი ვერ უძლებენ კონკურენციას, ან სახელმწიფო ვერ იცავს მათ სათანადოდ უცხოელი კონკურენტებისაგან. ასევე შეიძლება ამან მიგვიყვანოს ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებამდე, თუ კი ქვეყანაში არსებული მოთხოვნები გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემებისა არ არის მაღალ დონეზე.
ამ შემთხვევაში ინვესტორები და უცხო კომპანიები არ დაიცავენ არსებულ დონეზე უფრო მაღალ დონეზე გარემოს დაბინძურებისაგან ხარჯების შემცირების და მეტი მოგების მიღების მიზნით, რასაც თანდათანობით მივყავართ ეკოლოგიურ დეგრადაციამდე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია გლობალიზაციის განხილვა კულტურული ასპექტის თვალსაზრისით. ინტეგრაციის დონის ზრდის შედეგად იზრდება ინფორმაციით და ტექნოლოგიებით გაცვლა, მიგრაცია, რაც შესაძლებელს ხდის იმას, რომ ერთ რომელიმე ქვეყანაში, ვთქვათ საქართველოში, შესაძლებელი ხდება სხვადასხვა კულტურის ნახვა. შემოდის უამრავი სიახლე, ხდება უამრავი რამის გადატანა მაღალგანვითარებული ქვეყნების მაგალითიდან. ხშირ შემთხვევაში ეს ყოველივე უარყოფითი არის, ფეხს იკიდებს ადგილობრივ მოსახლეობაში და იწვევს, თანდათანობით, არაერთი ტრადიციის, კულტურული მახასიათებლისა თუ მენტალიტეტისშემადგენელი ელემენტის გაქრობას ან შეცვლას, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება მიოყვანოს ქვეყანა საკუთარი თვითმყოფადობის, ”მე”-ს დაკარგვამდე ან დაკნინებამდე, რაც ამცირებს განსხვავებულობას სხვა ქვეყნებისაგან და იმ ”პეწს”, რაც ჩვენ გაგვაჩნია.
ამიტომ, ჩვენი, როგორც ეკონომისტების, პოლიტიკოსების, სოციოლოგების, და უბრალოდ რიგითი მოქალაქეების მთავარი ამოცანა და მოვალეობაა, რომ ამ პროცესებში აღმოვაჩინოთ ის პლიუსები და დადებითი მხარეები, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკის, პოლიტიკის, და ზოგადად, კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის, ხოლო ყოველივე უარყოფითსა და ცუდს მოვერიდოთ და ვეცადოთ არ დავუშვათ მათი დანერგვა. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ წინ წავიწიოთ ასპარეზზე და მსოფლიოს დავანახოთ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით, მთელი ჩვენი ბრწყინვალებითა და გამორჩეულეობით.
ამ ყოველივეს შედეგად კი შევძლებთ უკეთესად გამოვიყენოთ ეს პროცესები ჩვენს სასარგებლოდ, რადგანაც, როგორც მასალებიდან ჩანს, უამრავი ნიუანსი არსებობს გამოწვეული ამ პროცესებით და ისინი დიდ ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. დღევანდელ მსოფლიოში გლობალური პროცესები ქმნიან უამრავ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავდროულად მაღლდება მოთხოვნები სახელმწიფოთა, თუ კერძო ფირმათა დონეზე. მეტია მოთხოვნები სხვადასხვა ინტეგრაციულ დაჯგუფებებში მოხვედრის მსურველთათვის, მაგალითად ევროკავშირში. ამ მხრივ კი ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს ჯერ კიდევ გადასაჭრელი და საკმაოდ შორსაა ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებისაგან, რომელსაც ითხოვს ეს ბლოკი თავისი წევრი ქვეყნებისაგან. ამიტომაც დიდი სამუშაოა განსახორციელებელი და ამისათვის გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილება. იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა და მიიღეს უამრავი სარგებელი გლობალურ პროცესებში ფართო მასშტაბით მონაწილეობისგან და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციით.
No comments:
Post a Comment