ეკოლოგიური - მსოფლიოს წინაშე იჭრება არაერთი გამოწვევა, ისეთები როგორებიცაა: კლიმატური ცვლილებები, გლობალური დათბობა, წყლისა და ჰაერის გაჭუჭყიანება საზღვრებს გაღმა, ზედმეტი თეზჭერა ოკეანეში და სხვა, რაც მხოლოდ ურთიერთთანამშრომლმარცვალი,ჩემის აზრით. თუმც ეს დამოკიდებულია თვით ქვეყანაზე, მის მოსახლეობასა და საზოგადოების განწყობაზე.
ჯაგდიშ ბჰაგვატის აზრით,გლობალიზაციის დადებითი ეფექტია მესამე მსოფლიოს ქვეყნების უფრო სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნა. ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ეს პროცესი კი თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკა/ევროპის მსოფლიო ჰეგემონია მცირდება და სხვადასხვა ქვეყანა, თუ რეგიონი იწევს სულ უფრო და უფრო მაღლა, რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ არ იყოს ერთ ან ორპლუსიანი მსოფლიო.
ამ ყველაფერთან ერთად გლობალიზაციას ასევე გააჩნია უარყოფითი ეფექტებიც და არაერთი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მათი აზრით ის ზრდის უთანაბრობას და იწვევს ეკოლოგიურ დეგრადაციას.
ზოგიც, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მიიჩნევს, რომ გლობალიზაციას უარყოფითი ზეგავლენა აქვს კულტურაზე ზოგადად, რომ ის აკნინებს და სპობს მას ერთი რომელიმე ”კულტურის” გავლენით. ამ ტენდენციას დღევანდელ მსოფლიოში ”ამერიკანიზაციის” სახელი აქვს მიღებული.
Ø ობით და საერთო ძალისხმევით შეიძლება იქნეს გადაჭრილი. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურ მსოფლიოში კომპანიები ქმნიან თავიანთ საწარმოებს იქ, სადაც დანახარჯები წარმოების ფაქტორებსა, მუშახელსა და გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო დანახარჯები ნაკლებია, ამ ქვეყნებში ეს პროცესები იწვევს ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებას, მდინარეების დაბინძურებას შხამქიმიკატებით და ჰაერის გაჭუჭყიანებას.
ამ მხრივ გლობალიზაცია გვევლინება უარყოფით ფაქტორად ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში, და საჭირო ხდება მეტი ძალისხმევა და ურთიერთთანამშრომლობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
No comments:
Post a Comment