Sunday, January 27, 2013

მთავარი



გლობალიზაცია
დღევანდელ მსოფლიო მეცნიერულ წრეებში ეს პროცესი საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენს. მრავალი სხვადასხა სფეროს (ეს იქნება ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციოლოგია, ჯანდაცვა, კულტურა, ეკოლოგია თუ სხვა) კიდევ უფრო მეტი მეცნიერი მუშაობს ამ თემატიკაზე და ცდილობს ჩასწვდეს მის არსს და უპასუხოს შემდეგ კითხვებს: ”რას წარმოადგენენ არსებითად ეს პროცესები?”, ”როგორ წარმოიქმნენ ისინი?”, ”რა ძალები მართავენ მათ?”, ”როგორ ვითარდებიან ისინი?”, ”რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები მოაქვთ მათ?” და სხვა. სულაც არ არის აუცილებელი მეცნიერებასთან დაახლოება და მასში ჩართულობა ამ საკითხებისადმი დაინტერესების წარმოქმნისაკენ, ვინაიდან დღეს უკვე ყოველ ნაბიჯზე და ყველა ფენისა თუ ასაკის წარმომადგენლებისგან გვესმის ტერმინი ”გლობალიზაცია”, სხვადასვა კონტექსტში და მნიშვნელობით. ასე მაგალითად: ”გლობალური დათბობა”, ”გლობალიზაციის შედეგია ჩვენი დაახლოება დასავლეთთან”, და ა.შ.  გამომდინარე აქედან ჩნდება ინტერესი კითხვისადმი: ”თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში გლობალიზაცია?”. რა ვიცით ჩვენ მის შესახებ და შეესაბამება თუ არა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და შეხედულებები რეალობას? თუ ის ასეთი ყოვლისმომცველია, რა დოზით და როგორ ვართ ჩვენ მისი მონაწილენი? რა სარგებელი მოაქვს მას ჩემთვის და რა წვლილი შემაქვს მე ამ პროცესების მიმდინარეობა-განვითარებაში?ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ ამ ტერმინების, პროცესების, ცნებების არსს, მნიშვნელობას, განვიხილოთ ისინი, როგორც დღევადელი გადასახედიდან, ასევე ისტორიული რაკურსით, შევადაროთ ისინი ერთმანეთს და გამოვავლინოთ მათ შორის არსებული ურთიერთკავშირი და წინააღმდეგობები.
გლობალიზაცია
გლობალიზაცია არის თანამედროვე მეცნიერ-ეკონომისტთა კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი. გლობალიზაცია აღწერს პროცესს, რომლითაც რეგიონალური ეკონომიკები, კულტურები და საზოგადოებები ხდებიან ინტეგრირებულნი, ეს კი ხდება პოლიტიკური იდეების გლობალური ქსელის, კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის მეშვეობოთ.
ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონის მიხედვით სიტყვა ”გლობალიზაცია” პირველად გამოყენებულ იქნა ნაშრომში ”Towards New Education” 1952 წელს, რათა აღეწერა ადამიანური გამოცდილება განათლების სფეროში. ფართო გამოყენება კი ამ ტერმინმა ეკომისტებს და სხვა სოციალურ მეცნიერებებს შორის ჰპოვა 1960-ან წლებში.
ინდური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, გლობალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამცველი, ჯადგიშ ბჰაგვატი აღნიშნულ პროცესს შემდეგნაირად განმარტავს: ”საგარეო ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოკლევადიანი კაპიტალის ნაკადების, სამუშაო ძალის და საერთოდ მოსახლეობის გადაადგილების, ასევე ტექნოლოგიების საერთაშორისო გაცვლის საფუძველზე მსოფლიო სისტემაში ეროვნული ეკონომიკების ინტეგრაცია”.
გლობალიზაცია მრავალმხრივ შეიძლება იქნეს დეფინირებული იმისდა მიხედვით, თუ რა კონტექსტშია ის განხილული - ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, სოცოალურ თუ სხვაში. მისი განსაზღვრის განსხვავებულობა განპირობებულია შემდეგი ძირითადი გარემოებით: გლობალიზაციის კვლევისას ცალკეული მეცნიერების წარმომადგენლები (ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციოლოგია) ყურადღებას ამახვილებენ მის სხვასასხვა ასპექტზე. მისი ეს ასპექტები სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას ახდენენ სამყაროზე. 

Thursday, January 24, 2013

ეკოლოგიური გლობალიზაცია


დასკვნა



როგორც შეგვეძლო გვენახა ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, გლობალიზაცია ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელი ფენომენია. არსებობს უამრავი შეხედულება მათ რაობაზე, წარმოშობასა და განვითარების ეტაპებზე, და ავ-კარგიანობაზე.
საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ კითხვაზე, თუ ”რას წარმოადგენს გლობალიზაცია?” სრულყოფილი, ამომწურავი პასუხის გაცემა დღეს-დღეობით შეუძლებელია. ან შესაძლებელია, მაგრამ ეგ პასუხი იქნება უფრო სუბიექტური, ვიდრე ობიექტური და არაერთ კრიტიკას თუ წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს.